|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: ქუთაისელები აფასებენ იმას, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ქალაქისთვის გააკეთა

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ,,კარდაკარის“ ფარგლებში თბილისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილზე გაეცნო მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ,,თბილისის ქუჩის მოსახლეობას ვესტუმრეთ ოჯახებში. 2 წლის წინ, ამ ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. მოასფალტდა მთავარი ქუჩა, შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დაიდგა ახალი გარე სანათები. ყველა სახის საკომუნიკაციო სისტემები განთავსდა მიწისქვეშ და ახლა თბილისის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ქუჩაა ქუთაისში. მხოლოდ ამ ერთ პროექტზე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სახელმწიფომ. მოსახლეობა აფასებს იმას, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ქუთაისისთვის გააკეთა, თუმცა, ყველა ოჯახს აქვს თავისი დიდი თუ მცირე პრობლემა, რომლებზეც გულწრფელად ვისაუბრეთ და მათი მოგვარების გზებზეც ვიმსჯელეთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა