|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ახალი მერი ვასილ გველესიანი მუშაობას დღეიდან შეუდგა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო.

ახლამა მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

,, ვულოცავ ბატონ ვასილ გველესიანს და ასევე, იმერეთის მასშტაბით ცხრა მერს მათი უფლებამოსილების დაწყებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ეს ადამიანები იქნებიან ის პიროვნებები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში გახდიან მუნიციპალიტეტებს, კიდევ უფრო წარმატებულს ვიდრე აქამდე იყო. ხოლო სამ კანდიდატს, სადაც ჩვენ მეორე ტური გვაქვს ქალაქებში, ვუსურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას" - ზვიად შალამბერიძე.

ვასილ გველესიანი წლების განმავლობაში  ,,ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი იყო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა