|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს. მიზეზად მმართველ გუნდში არსებული მდგომარეობა სახელდება. ინფორმაციას ადასტურებენ ზესტაფონის მერიაში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე აცხადებს, ახალ გუნდში კახა მახათაძის ადგილი არ აღმოჩნდა.

"ოცნების" ახალმა გუნდმა გადაწყვიტა, ქვეყანა თავისებურად დაალაგოს. როგორც ვატყობთ, კახაბერის მსგავსი ღირსეული ადამიანები მათს გეგმებში არ შედის. ბატონმა კახაბერმა გადაწყვიტა, რომ დაწეროს განცხადება და წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის,"-განაცხადა ეკა დუგლაძემ.

მისი თქმით, კახა მახათაძის სურვილია, რომ  სხვა საკადრო ცვლილება არ მოხდეს, თუმცა მისი გუნდის წევრები მერიაში დარჩენის სურვილს არ გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, ზესტაფონის მერის წინააღდეგ მუნიციპალიტეტში არაერთი აქცია გაიამრთა. კახა მახათაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი