|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ცენტრალური მოედნის იერ-სახის შეცვლა იგეგმება

ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება.  მოედანი ახლებური დაგეგმარებით მოეწყობა. 

მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერიის მიხედვით, აღმაშენებლის ქ. #23-ში,უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული ,,ცენტრალური მოედნის’’ ახლებური დაგეგმარებისა და სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის  730 979 ლარია გათვალისწინებული. 

 პროექტის მიხედვით, ახლებურად დაიგეგმება საავტომობილო მოძრაობა, განსაზღვრულია ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრის გაუქმება და მის ადგილზე დასასვენებელი პარკის მოწყობა. პარკში მოეწყობა აუზი და მის ირგვლივ  წყლის საჰაერო სადინარები, რომლებიც თავს მოიყრიან ცენტრში და შექმიან როგორც ვიზუალურ ეფექტს ასევე ფუნქციურად იზრუნებენ აუზის წყლით შევსებაზე.

პარკში განთავსდება სხვადასვაგვარი ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სანათები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორ პარკის ტერიტორიაზე, ასევე მოედნის ირგვლივ არსებული საფეხმავლო ბილიკების განათებას. გათვალისწინებული იქნება როგორც შ.შ.მ პირებისათვის ადაპტირებული გარემო (მოეწყობა პანდუსები) ასევე გამოყოფილი იქნება ავტომობილებისათვის საპარკინგე ადგილები. გაზონებზე მოხდება დეკორატიული ტიპის სიმწვანეების გაშენება.

სატენდერო წინადადებების მიღება 9 ივნისს იწყება და 14 ივნისს მთავრდება.

სამუშაოების ღირებულების 95 %  (694 430 ლარი) ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 5 %-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გადაიხდის. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა