|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

ზესტაფონის პოლიცია 35 წლის მამაკაცის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს

35 წლის მამაკაცის მიმართ, სექსუალური შევიწროების ფაქტს, ზესტაფონის პოლიცია იძიებს. მამაკაცი პოლიციაში დაწერილ განცხადებას თან ურთავს სმს-მიმოწერას, სადაც მისი მტკიცებით, მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროებს.

გამოძიება იძულების მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა განაცხადა, რომ ქალი მის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ პარტნიორი მასთან არ მივიდოდა და ურთიერთობას არ აღადგენდა. მომჩივანი მამაკაცი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ზესტაფონის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულოსხმობს.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი