|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამოსხივება საფრთხეს მიქმნიდა" - ზესტაფონში კაცმა "სილქნეტის" გადამცემს ცეცხლი წაუკიდა

ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემი ანძების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოფელ სვირში ადგილობრივმა გადამცემ ანძებს საბურავებით ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი სავარაუდოდ, ინტერნეტმოწყობილობა გახდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ გადამცემი მცირე ანძების გამოსხივება მას საფრთხეს უქმნის.

აღნიშნული პიროვნება ამ წუთებში პოლიციაში განყოფილებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი პატიმარია და ის პირობითზე იმყოფება.

მომხდარზე გამძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მინდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ინციდენტის გამო სილქნეტის და აირმაქსის აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ. ხანძრის გამი კომპანია აირმაქსის ზარალი დაახლოებით 17 000 ლარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა