|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წელს 30 პროცენტით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთში -ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, წელს დაახლოებით 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთის რეგიონში, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლების განმავლობაში და დღეს გაცხადებული დახმარებები უფრო მეტს ბიძგს მისცემს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო მეტი მიწა დამუშავდეს და კიდევ უფრო მეტი მოსავალი მოვიდეს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დარჩა მიწის რეგისტრაციის გარეშე, აუცილებლად დაირეგისტრირონ და ამისთვის გამარტივდა კიდეც ეს პროცესი და დღეს გაცხადებული შეღავათები იქნება კიდევ დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა წლის ბოლომდე მიწა დაირეგისტრიროს და დარწმუნებული ვარ, 100%-ით იქნება წლის ბოლოსთვის მიწები დარეგისტირებული იმიტომ, რომ მიიღონ ეს შეღავათები", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს.

როგორც პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წელს 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ასევე, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, მათ სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა