მესხიშვილის თეატრი ახალ სპექტაკლზე მუშაობს
მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბოლო სპექტაკლს დგამს. თეატრის მთავარი ადმინისტრატორის ზეკო ხაჩიძის განცხადებით, გიორგი სიხარულიძე დავით კლდიაშვილის მოთხრობის „უბედურება“ მიხედვით, ამავე სახელწოდებით სპექტაკლს დგამს. სამაგიდო მუშაობიდან დასმა სცენაზე გადაინაცვლა. სპექტაკლში დასის თითქმის ყველა მსახიობი მონაწილეობს. ზეკო ხაჩიძის ინფორმაციით, თეატრის სპექტაკლით დავით კლდიაშვილი საიუბილეო წელს ეხმიანება. წელს დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 155 წელი სრულდება.
სპექტაკლის ჩაბარება 13 აგვისტოს მოხდება. პრემიერა სეზონის გახსნაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სიხარულიძე შიდა შესარჩევ კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















