18 მარტიდან ქუთაისში მიკროავტობუსები აღარ იმუშავებს - გიორგი ჭიღვარია
ხვალიდან ქუთაისში მიკროავტობუსები აღარ იმუშავებს - ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის'' პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუში ,,ობიექტური აზრი ელზა ჩუბინიძესთან ერთად'' განაცხადა.
"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს, მიღებულია გადაწყვეტილება სამარშტურო ტაქსების დროებით შეჩერების შესახებ. რა თქმა უნდა, ქუთაისშიც ხვალიდან მიკროავტობუსები აღარ იმუშავებს, ავტობუსები განაგრძობენ მუშაობას. გვქონდა უკვე შეხვედრა ავტობუსების მეპატრონეებთან, მოგეხსენებათ, ქუთაისს ჯერჯერობით მუნიციპალური ტრანსპორტი არ აქვს. ახლა მიდის ხაზების დალაგება, რომ ყველა უბანი იყოს ტრანსპორტით დაკავშირებული ქალაქთან", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონაცირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















