20 სექტემბერს ქუთაისში, პარლამენტთან აქცია გაიმართება
რეგიონებში გაზის ტარიფის გაძირების გამო პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქცია 20 სექტემბერს 11 საათზე დაიწყება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება რეგიონებში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებენ.
„ხელისუფლებამ მოახდინა მოსალხეობის დაყოფა და რეგიონებში გაზის ტარიფი გააძვირა 11 თეთრით, თბილისში 0.5 თეთრით, იმიტომ რომ საარჩევნოდ არ გაენაწყენებინათ ამომრჩევლები და კალაძეს ხმები არ დაეკარგა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგორვება ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 20 სექტემბერს პარლამენტთან გაიმართება აქცია, “-განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















