|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგვისტოში საქართველოში 1 080 449 ვიზიტორი შემოვიდა

2017 წლის აგვისტოში საქართველოში  1 080 449 ვიზიტორი შემოვიდა, რაც  27,4 %-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით,   იანვარ-აგვისტოს ინტერვალში, ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოს თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 573 368 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 53,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 27,2%);

ბ) ტრანზიტი - 274 878 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28,5%);

გ) სხვა - 232 203 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 26,4%).

2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი (შესაბამისად 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 27%-იანი ზრდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა