2018 წლის იანვარ-აგვისტოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 19.3%-ით გაიზარდა
2018 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 19.3%-ით გაიზარდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან შედგა: აზერბაიჯანი (+11%); რუსეთი (+22%); სომხეთი +0.3%); თურქეთი (+21.1%).
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%; ნიდერლანდები +55%; რუმინეთი +55%; ბელგია +53%; გერმანია +50%; ჩეხეთი +47%; ესპანეთი +47%; გაერთიანებული სამეფო +46%.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%; ჩინეთი +92%; ბელარუსი +44%; ქუვეითი +44%; ისრაელი +35%.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















