26 მაისს ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება
26 მაისის ღონისძიებებს ქუთაისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმასპინძლებს. დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი.
ცისფერყანწელების ქუჩაზე და "სიყვარულის პარკში" ღონისძიებები დილით 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცისფერყანწელების ქუჩაზე მოწყობილ პავცილიონებში უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები თავიან პროგრამას წარმოადგენენ.
დაგეგმილია ასევე ღონისძიებები ბავშვებისათვის, კლასიკური მუსიკის კონცერტი, დღის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი.
გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია
- STEM-ის მიმართულებით საუკუნის მიღწევების ჩვენება
- გეოგრაფების კომპიუტერული თამაშები დრონის გამოყენებით
- გეოგრაფიული ვიქტორინები
- ზოომუზეუმის გამოფენა
- მინერალოგიის მუზეუმის გამოფენა; ვირტუალური ტური
- ბიოლოგების კუთხე
- მხატვრების კუთხე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სახალისო ექსპერიმენტები ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით
- GAME LAB, სადაც მსურველებს ოკულუსების საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ 3D რეალობის სხვადასხვა თამაშები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- FABLAB ATSU ნაკეთობების გამოფენა - ჰოლოგრამები/რობოტები
- სახალისო ქიმიური ცდები,
- გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის ექპერიმენტები,
- გამოფენა - მასტერ კლასი მედიცინის მიმართულებით
- ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ინტერაქტიული აქტივობები დამტავლიერებელთა ჩართულობით
- სტომატოლოგიის მიმართულებით წარმოდგენილი იქნება ბურღის მანქანა და შესაბამისი აქტივობა მულაჟზე
- აქტივობა - ,,წაირე შენი დნმ“
- ინტერაქტიული ვიქტორინა, საჩუქრების გადაცემით
ბათუმის შოთა რუისთაველის სახელობის უნივერსიტეტი
- სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიების გამოფენა
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა
- სახალისო ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერიმენტები
- ფიტოფატოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ნამუშევრების გამოფენა
ზურაბ ჟვანიას სკოლა
- ჟვანიას სკოლის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, აუდიოდისკები - „ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით“
- „კალიგრაფიის კონკურში“ მონაწილე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მსმენელთა მიერ შესრულებული ნაშრომების გამოფენა
- ესეების კონკურსის „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა
- სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობასთან დაკავშირებული ვიეო რგოლის ჩვენება
- ჟვანიას სკოლის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები 26 მაისთან დაკავშირებით ქართულ ენაზე ადგილზე შექმნიან თემატურ პოსტერებს, მისალოც ბარათებსა და სამახსოვრო სუვენირებს
11:00 – 18:00 პროფესიული კოლეჯების გამოფენა
პროფესიული კოლეჯი იკაროსი
- თემატური ტორტი შოკოლადის და მარცეპანის დეკორით
- ბარმენთა შოუ
პროფესიული კოლეჯი განთიადი
- სამკერვალო ნაწარმის გამოფენა
- დურგლისა და შემდუღებლის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა
- ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებლის პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა
- სტილისტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების მასტერ კლასები
პროფესიული კოლეჯი ერქვანი
- მინანქრის ნაკეთობებისა და იუველირის ნაკეთობების გამოფენა
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
- 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრების გამოფენა
- მცირე მასტერკლასი 3 განზომილებიან გრაფიკაში
საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა"
- ბარმენთა შოუ
- მასტერკლასი სამზარეულოში
- კონდიტერია - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა
პროფესიული კოლეჯი ბლექსი
- „ჩვენ ვსწავლობთ ჟესტურ ენას“ - ადგილზე ჟესტური ენის მასწავლებელი ასწავლის მსურველებს ფრაზებს, განხორცილდება ვიდეო ჩაწერა და გავრცელება სოციალურ ქსელში
- კონდიტერია - ჩატარდება მასტერ კლასი
- კერვის ხელოვნება - გამოიფინება სტუდენტების ნამუშევრები
- ბარმენების მასტერ კლასი
პროფესიული კოლეჯი ლაკადა
- სამკერვალო ნაწარმის გამოფენა
- ფაბლაბის ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა
გლდანის პროფესიული მომზადები ცენტრი
- ფაბ-ლაბის ნამუშევრების გამოფენა
- ფაბ-ლაბის დამზადებული ფირფიცარზე დაბეჭდილი ფიგურების მოხატვა-გაფერადება
- თექის ნამუშევრების გამოფენა
- თიხით შექმნილი ფიგურების მოხატვა-გაფერადება
- კომპიუტერული გრაფიკის ნამუშევრების გამოფენა
- ტოპოგრაფის აღჭურვილობის მოსინჯვა
- კონკურსი - BW -ს შიგა წვის ძრავის აწევა (ატაცი) წყვილში.
საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი"
- სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა - (ხის მხატვრული დამუშავება, სტილისტი, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მემინანქრე, ელექტრიკოსი, თექის ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი, მზარეული, კონდიტერი).
- პროფესიული სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება მასტერ კლასი სხვადასხვა პროფესიაში
პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ 2“
- ელექტრო რკალური შედუღების სპეციალისტის ნამუშევრების გამოფენა
- დურგალ მემონტაჟე და ზეინკალ სანტექნიკოსის ნამუშევრების გამოფენა
- თაბაშირ მუყაოს სპეცილაისტი და მეფილე მომპირკეთებელი ადგილზე მოახდეს პროფესიის ცოდნის დემონსტრირებას
- სახალისო ვიქტორინა დამტავლიერებლისათვის
11:00 - 16:30 სახალისო აქტივობები ბავშვებითვის
11:00 - კალიგრაფისტი, სტამბა, გმირები, საბავშვო აქტივობები აქტიურად იწყებენ სტუმრების მასპინძლობას.
12:00 - დრამერების შოუ , ოჩო ფეხებთან და ჯადოსნურ გმირებთან ერთად ( 20 წუთიანი) თეთრი ხიდიდან ცისფერყანწელების ქუჩის ჩათვლით
12:30 - გმირების შოუ ბავშვებისთვის
13:00 - სტამბის პერფორმანსი , ოთხი მსახიობაი დადგამს მე19-მე20 საუკუნის სტამბაში მუშაობის პროცესს ( 15 წუთი)
14:00 - დრამერების შოუ , ოჩო ფეხებთან და ჯადოსნურ გმირებთან ერთად ( 20 წუთიანი) თეთრი ხიდიდან ცისფერყანწელების ქუჩის ჩათვლით
15:00 - სტამბის პერფორმანსი
15:15 - გმირების შოუ ბავშვებისთვის
15:45 - მარიონეტების ჯაზ ბენდი ( 10 წუთი)
16:00 - დრამერების შოუ , ოჩო ფეხებთან და ჯადოსნურ გმირებთან ერთად ( 25 წუთიანი) თეთრი ხიდიდან ცისფერყანწელების ქუჩის ჩათვლით
16:30 - გმირების შოუ ბავშვებისთვის ( 25-30 წთ)
პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სკვერში დაგეგმილია აქტივობები:
11:00 დან – 18:00 მდე - 4 ოქროსფერი ძეგლი სტუმრებს სხვადასხვა აქტივობით გაართობს
11:00 დან – 18:00 მდე - თამაშობანას ექვსი თამაში
11:00 დან – 18:00 მდე - სახის მოხატვა
11:00 დან – 18:00 მდე - წყალზე ხატვის აქტივობა
11:00 დან – 18:00 მდე - შოუების შუალედებში ჯადოსნური გმირების აქტივობები ბავშვებთან
11:00 დან – 18:00 მდე - კალიგრაფისტების მასტერკლასი
11:00 დან – 18:00 მდე - ორი სარკიანი კაცი, სკვერში სტუმრებს ართობს
13:00 – 17:00 - საკონცერტო პროგრამა
სამინისტროს პროგრამა:
17:10 ქუთაისის სახელმწიფო კაპელა - საქართველოს ეროვნული ჰიმნი
19:00 – 23:00 - გალა კონცერტი
ქუთაისის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბათილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი, გიორგი ცაგარელი, DJ KORDZ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















