|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„3+3“-ის ფორმატში პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა „3+3“-ის ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო უწყება ავრცელებს. 

ფორმატი საქართველოს მონაწილეობასაც გულისხმობს, თუმცა მონაწილეთა ჩამონათვალში საქართველო არ არის.

„სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ჩვენი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ შეთავაზებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა „3+3“-ის ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის დელეგაცია წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სედათ ონალის ხელმძღვანელობით. შეხვედრას აგრეთვე დაესწრებიან რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაჟღერა. ფორმატი  რუსეთის,  თურქეთის, ირანის სახელმწიფოებთან ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიუჯანის მონაწილეობას გულისხმობს.  

 

ავტორი: ნიუპრესი