|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 თებერვლამდე მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს  ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში - ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი დღეს  უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში - ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო,  დღეს  უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 3 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში -მესტია, ბახმარო:  2 თებერვალს დღის ბოლოს და 3 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა