|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

50 წელს ზემოთ მოქალაქეები, "ბუსტერ" დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

50 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინის "ბუსტერ" დოზას გაიკეთებენ,  სახელმწიფო 100 ლარით "წაახალისებს", - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

"50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით, გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ, ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოპერტიული შტაბის ხელმძღვანელმა თქვა გიორგი ღიბრაძემ.

NCDC-ს მონაცემებით, ამჟამად ბუსტერ დოზით აცრილია 133 109 მოქალაქე. რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 15 762 ადამიანს დაუდასტურდა, 42 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა