|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილი - დღე, რომელმაც მოგვიტანა თავისუფლება!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაბანში, 9 აპრილის პარკში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

„დღეს, ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც 35 წლის წინ თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, 9 აპრილი - დღე, რომელიც არის დიდი ტკივილისა და იმავდროულად გამარჯვების სიმბოლო, ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო“, - დავით კარგარეთელი.
 
9 აპრილთან დაკავშირებით, გარდაბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან პარკამდე მოეწყო მსვლელობა, სადაც ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბ ხაჩიძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის "ბეთანია" და ლევან დევდარიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თემატური ღონისძიება.
 
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილმა დაარბია, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა