|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია

ქუთაისში სააგიტაციო პლაკატების განსათავსებლად მერიამ ადგილები გამოყო. პარტიებსა და კანდიდატებს სააგიტაციო მასალების განთავსება 10 ადგილზე შეზღუდვით შეუძლიათ. პარტიას არ აქვს შესაძლებლობა ადგილი მხოლოდ საკუთარი სააგიტაციო პლაკატებისათვის გამოიყენოს.

1.ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე;

2. გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის წინამდებარე ტროტუარზე (ღობის გასწვრივ აღმოსავლეთ ნაწილზე);

3. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში;

4. 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ);

5. ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე;

6. ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის „მუხნარის“ ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში;

7. ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ);

8. ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;

9. თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია); სულხან- საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;

10. ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, პლაკატების განსათავსება დასაშვები გახდა ელექტროენერგიის ბოძებზე. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიებსა და ღონისძიებებს, მათთვის ქალაქში სამი ადგილი გამოიყო.

 

ამ თემაზე:

ქუთაისში სააგიტაციო ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილების რაოდენობა გაიზარდა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა