|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადვოკატების ცნობით, ქუთაისის ციხეში პატიმებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

ქუთაისის ციხეში 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, ათეულობით პატიმარი შიმშილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატები ავრცელებენ.

 უფლებადამცველი ლევან ჭელიძის თქმით, პატიმრები სამედიცინო სერვისების არარსებობასა და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით მსჯავრდებულმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.  პატიმრები დაწესებულების შიდა პოლიტიკას აპროტესტებენ. საუბარია, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას, რის გამოც მიმართეს ამ უკიდურეს ზომებს, როგორიცაა თვითდაზიანებების მიყენება“, - განაცხადა ჭელიძემ.

 ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

 პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

ავტორი: ნიუპრესი