14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 25 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ" ოჩამჩირის რაიონში ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა, თუმცა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გადაადგილებისას წინააღმდეგობა გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის ომი 13 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
სამხედრო დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















