|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამირან გოგოლაძე გამოცდილ ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას დაუპირისპირდება

ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე 9 თვიანი მოლოდინის შემდეგ დიდ ოქტაგონზე ბრუნდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე გამოცდილ ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას 19 ივნისს, დაუპირისპირდება.

გოგოლაძე აბუ-დაბიში, მთავარ მწვრთნელთან სამცხე ჯავახეთის შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტთან, მიხეილ მესხთან ერთად იმყოფება.

ქართველი ,,სნაიპერი“ ამ გამარჯვებით, მსოფლიოს ყველაზე დიდი ორგანიზაციებისკენ გაიკვალავს გზას და შეეცდება ქვეყნის ღირსეულად წარდგენას მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

ხვალ, საქართველოს დროით 18:00 საათიდან ვგულშემატკივრობთ 13 Legion -ის გამორჩეულ მებრძოლს, ქართველ სნაიპერს ამირან გოგოლაძეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა