|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამირან ჯანაშიას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

 ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიას საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად განიხილა და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

დაკავებულის ადვოკატის,  გოროზიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალი უსაფუძვლოა, მას ბრალი ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე აქვს წაყენებული.  მისი თქმით, სასამართლოს არ გაითვალისწინა დაცვის მხარის  მოთხოვნა გიორაო შესახებ. 

"ამირან ჯანაშია არის უკანონო პატიმარი, მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ედავებიან მის უკანონო ტარებას. დავუსავუთე სასამართლოს,  რომ არ არსებობდა დაკავებულის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან მიმალვის საფრთხე, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს", - განაცხადა გოროზიამ. 

 

ოპოზიციის აქტიური წარმომადგენელი ამირან ჯანაშია 29 ოქტომბერს  იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

 

.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა