ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000 -ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000 -ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.
განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 20 ხმა