|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს ცხოვრება გაუმარტივოს და კიდევ უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს მათ.

 

სულ რამდენიმე დღეა ციფრულ ბანკს რეფინანსირების ფუნქციონალი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია  თიბისიში ან თუნდაც სხვა ბანკში არსებული სესხები გააერთიანოს, გადაფაროს და ისარგებლოს გაზრდილი ლიმიტით. ასევე, ციფრულ ბანკში სესხის აღებისას მიიღოს სპეციალური ფასდაკლება სამომხმარებლო სესხზე.

 

იმისთვის, რომ ყოველდღიურობა უფრო მარტივი იყოს, თიბისის ციფრულ ბანკში მუდმივად ემატება და ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორიცაა : გადარიცხვები, კომუნალურები, მარტივი ინტერფეისი მოქნილი პერსონალიზაციისთვის და კიდევ მრავალი სხვა.

 

გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

  • მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით გადარიცხვა

ციფრულ ბანკში მომხმარებელს სხვადასხვა გზით შეუძლია თანხის მარტივად გადარიცხვა. თანხა მარტივად შენით შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით, რომელიც შეგიძლია პირდაპირ კონტაქტებიდან აირჩიო. აქვეა მზა შაბლონებიც, პირადი ნომრით გადარიცხვა, საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა და ა.შ. ნახეთ ვიდეო ციფრულ ბანკში გადარიცხვების შესახებ: ციფრული ბანკი.

 

  • IBAN სკანერით გადარიცხვა 

    სულ ახლახან ციფრულ ბანკში დაემატა ინოვაციური ფუნქციონალი - IBAN სკანერით თანხის გადარიცხვა, რაც გულისხმობს, რომ შეგიძლია ატვირთო ანგარიშის ნომრის ფოტო ან დაანათო სკანერი და აღარ მოგიწევს ანგარიშის ნომრის ამოწერა ან დაკოპირება.


    • კომუნალურების გადახდა

    ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციონალი კომუნალურების გადახდაა. შეგიძლია მარტივად, შენით, შექმნა კომუნალური გადახდის შაბლონები, დააჯგუფო და სულ რამდენიმე წამში გადარიცხო სჭირო თანხა.

     

     

    • პერსონალიზაცია

    ციფრული ბანკი მომხმარებელს პერსონალიზაციის გამარტივებულ ფუნქციონალებსაც სთავაზობს. იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებ ინტერფეისს, შეგიძლია აარჩიო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მუქი ან ღია დიზაინი, ავატარის შეცვლა და სასურველი ფოტოს დაყენება.

     

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა