|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ ჩაყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე - ელენე ხოშტარია

მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტყარია აცხადებს, რომლეციც აფხაზებს მოუწოდებს არ მიიღონ პუტინის ომში მონაწილეობა და მობილიზაციას თავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლით აარიდონ.
ელენე ხოშტარია მზადყოფნას აცხადებს საქართველოში გადმოსული აფხაზები მიიღოს და დაეხმაროს მათ.

 

„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან გამოყენებული საზარბაზნე ხორცად ამ დანაშაულებრივ ომში უკრაინაში. შესაბამისად, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მივმართოთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს:
პირველი: საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ დაუსჯელად დავუტოვოთ ეს უფლება და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე.
მეორე: მე მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც დღეს არიან ამ საფრთხის წინაშე. დღეს რუსეთი არის კატასტროფული სამხედრო, პოლიტიკური, ისტორიული, მორალური კრახის წინაშე. უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და რუსეთი დარჩება პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე. ეს იქნება დანგრეული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი ამ ნანგრევებში არ უნდა მოყვეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკონტროლებთ იქ სიტუაციას მაგრამ მოგმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე.
მესამე: მე მინდა ასევე მათ მივმართო, რომ არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ადამიანები საქართველოში მივიღოთ და მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ყველანაირ უფლებაზე ვიზრუნოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ  ხელი მოაწერა  ბრძანებას, რომლის თანახმად,  1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გამოძახებას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა