|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ იძალადო ქალზე!"- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონი გამკაცრდა

"არ იძალადო ქალზე!"- ქუთაისში ამ სახელწოდების ტრენინგ- სემინარები მედიის, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამინების და ასევე რელიგიური პირების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

 იურისტის, ქეთი სვანიძის განცხადებით, საქართველო შეუერთდა "სტამბულის კონვენციას", რომლის  შესაბამისი ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ზოგადი განათლების შესახებ კანონში, საადვოკატო საქმიანობის, საექიმო საქმიანობის და სხვა კანონებში. შედეგად, ქალთა მიმართ ძალადობა გახდა დასჯადი და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობაზე სანქციები გამკაცრდა.  

არასამთავრობო ორგანიზაციამ "უფლებებისა და განათლებისათვის" რომელიც ამ პროექტს "ქალთა ფონდის" დაფინანსებით ახორციელებდა, გაწეული მუშაობა შეაჯამა, მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით,  ამ პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ვიდეო რგოლები - "არ იძალადო ქალზე" და ამავე სახელწოდების რადიო გადაცემები.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა