|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

 აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო!

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21, 22, 23, 24  და 25 აპრილს თბილისი - ფოთი - თბილისის და 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ  ცხრილში;

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია: 

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა