ავარიული კორპუსი და ჩაშლილი პროტესტი ქუთაისში
ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას №12 -ის მცხოვრებლები კორპუსის ავარიულ მდგომარობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, შენობიდან ბათქაში ცვივა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
მოსახლეობა დღეს დაგეგმილ აქციაზე აღარ გამოვიდა და გოგი წულაიას პრობლემის შესახებ საუბარი მარტოს მოუხდა. ფაქტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოსმენებით ხსნის.
გოგი წულაიას განცხადებით, მას მოსახლეობა თავად დაუკავშირდა და დახმარება თხოვა.
"შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ცვივა ბათქაში. გუშინწინაც ჩამოვარდა, რაცას ორი ბავშვი შემთხვევით გადაურჩა. მოსახლეობამ დახმარებისთვის მიმართა მერიას, რაზეც უთხრეს, რომ თანხა არ ქონდათ და ვერ გააკეთებდნენ, სამაგიეროდ, მოუწყვეს ფანჩატური. მოსახლეობამ გუშინ მომმართა და მთხოვეს, მათთან ერთად გამეპროტესტებინა არსებული მდგომარეობა. როგორც ვიცით, ტელეფონები ისმინება, ალბათ, ჩვენი საუბარიც მოისმინეს, დღეს მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები და დაპირდნენ, რომ დროულად მოახდენდნენ შეკეთებას. კარგია, თუ ასე მოხდება, მაგრამ მივმართავ მერს, ძალიან ბევრი შენობაა ამ მდგომარეობაში და მიაქციონ ყურადღება", -განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















