|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოქარხნის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ კვიცარიძე წარუდგინეს [R]

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ავტოქარხნის ოლქის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ კვიცარიძე წარუდგინა.

მერაბ კვიცარიძემ მადლობა გადაუხადა პარტია „ქართულ ოცნებას“ ნდობის გამოცხადებისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი. პროფესიით ექიმი გახლავართ და ჩემი პროფესიის რეალიზება ყოველთვის სწორედ სიკეთის კეთებაში ვლინდება. პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივა სწორედ კეთილდღეობა, ხალხზე ზრუნვა, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა და თავისუფლება გახლავთ. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში ავტოქარხანაში მცხოვრებლების ყველა პრობლემას გულთან გავატარებ, პირველ რიგში, საკუთარ დედას მივუტან და მერე მივალ საკრებულომდე“- განაცხადა მერაბ კვიცარიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე, პროფესორი ლუკა დვალიშვილი, ექიმ-კარდიოლოგი ლავრენტი პირტახია და "ქართული ოცნების" სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და წევრები, რომლებმაც ქართული ოცნების მაჟორიტარის მხარდაჭერა გამოხატეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა