|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბამბუკებით და მაცივრით ქუთაისის მერიასთან - კაფე "სავანეს" მფლობელებმა მორიგი აქცია გამართეს

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეებმა მერიასთან აქცია გამათეს. აქციის მონაწილეებმა მერიასთან ბამბუკები და მაცივარი მიიტანეს, რითაც მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადება გააპროტესტეს.

კაფეს მეპატრონეების განცხადებით, მერია არ აღიარებს მათ მიერ კაფეს შეძენას და აცხადებენ, რომ მათ 10 000 ლარად, არა შენობა, არამედ ბამბუკი და მაცივარი შეიძინეს.

"მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ამტკიცებს, რომ 10 000 ლარი მხოლოდ ბამბუკებში და მაცივარში გადაგვიხდია, ამიტომ სიმბოლურად მოვიტანეთ მაცივარი და ვაპროტესტებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას - ისინი პროვოკაციებით  ცდილობენ ჩვენი ქონება მიისაკუთრონ. სასამართლომ მერიის ქმედებას შურისძიების კვალიფიკაცია მიანიჭა, ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ და ცდილობენ კაფე წაგვართვან", -აცხადებენ კაფეს მფლობელები.

მერიასა და "სავანეს" მფლობელებს შორის დავა სასამართლოში მიმდინაროებს. მერიაში განაცხადეს, რომ ბულვარში მიწის ნაკვეთი არ გასხვისებულა და 25 წლის წინ მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია გაიყიდა. მეპატრონეების თქმით, ქონება მათია და მერიის წარმომადგენლები უსაფუძვლოდ ართმევენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა