|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში რეაბილიტაციის შემდეგ კორპუსი ავარიული გახდა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე, კორპუსში, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალი ჩადის, ჭერი დაზიანებულია, იატაკი კი დეფორმირდა.

ადგილობრივების თქმით, კორპუსების სახურავები „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შეცვალეს, რის შემდეგაც პრობლემა დაიწყო.

კორპუსის ბინადრები  შიშობენ, რომ ცუდად გადახურული სახურავის გამო, ჭერი შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩაინგრეს.

ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.

“არასწორად დახურეს სახლი, ცალ გვერდზე დახურეს, თოვლი ცალ გვერდზე აწვება და შეიძლება სახლიც გადაბრუნდეს. სახლი ავარიულია, ბინაში წყალი ჩამოდის, კედლები აღარ ვარგა, პატრონი არავინ არაა. გააკეთეს ფულის გამო, ფული რომ ეშოვათ და ეს იყო მაგათი გაკეთება, მეტი არაფერი. რა უნდა ველაპარაკოთ, მთავრობა სად არის საერთოდ, არის სადმე?” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა