|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Be.ge. - ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში

 ინტერნეტმა, ბოლო წლებში, სრულიად მოიცვა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროები, გავლენა მოახდინა ჩვენს ურთიერთობებზე, მუშაობის სტილზე, თავისუფალი დროის დაგეგმვაზე, იმაზეც კი, როგორ ვყიდულობთ საჭირო ნივთებს. მართალია, ბევრს უყვარს სეირნობა სავაჭრო ცენტრებში თავისუფალ დროს, ბევრისთვის ეს გართობის და დასვენების ფორმაა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების ტემპი გვაიძულებს ფეხი ავუბათ მის რიტმს და  სისწრაფეს. სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ შოპინგი. ის იდეალური საშუალებაა თქვენი დროის დასაზოგად. არ არის საჭირო სახლიდან ან ოფისიდან გამოსვლა, მგზავრობაზე, მაღაზიების დარბაზებში სიარულზე, სალაროს რიგში დგომაზე დროის და ენერგიის ფუჭად ხარჯვა. ინტერნეტ მაღაზია ყოველთვის ღიაა. შენ არ მოგიწევს სხვის სამუშაო დროზე მორგება, ეწვიე, როცა გინდა და საიდანაც გინდა.

ონლაინ მაღაზია Be.ge შესაძლებლობას გაძლევს რამდენიმე მარტივი ქმედებით  შეიძინო  საჭირო ნივთი, გაფილტრო შემოთავაზებული პროდუქცია ბრენდის, ტექნიკური მახასიათებლების და ფასის მიხედვით, ამოარჩიო შენი ბიუჯეტისთვის შესაფერისი, შეადარო მსგავსი ღირებულების პროდუქტები.Be.ge -ს  საიტის მოქნილი სტრუქტურა მარტივად შეგასრულებინებს სასურველ შესყიდვას. საიტზე მიიღებ ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების, მწარმოებლებისა და გარანტიების შესახებ. მაღაზიის სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიცირებულ კონსულტაციას, დაგეხმარებიან სასურველი ნივთის შეძენაში.  თქვენ მოგემსახურებათ ოპერატორებისა და კურიერების ოპერატიული ჯგუფი, შეძლებთ შეკვეთის გაფორმებას ონლაინ ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. ისარგებლებთ  ადგილზე მიტანის სერვისით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. თბილისის მასშტაბით მიწოდება უფასოა.

 

გადახდა და ონლაინ განვადება

 

Be.ge-ში გადახდას შეძლებთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს  ნაღდი ანგარიშსწორება  კურიერთან ნივთის  მიღებისას,   გადმორიცხვა საბანკო ბარათით ან განვადება 0%-დან პარტნიორი ბანკების დახმარებით.

 კომპანია თავის მომხმარებელს ძალიან ხშირად სთავაზობს სხვადასხვა აქციებს და ფასდაკლებებს. თუ  დაინტერესებული ხარ დაზოგო ფული, გირჩევ,  ხშირად ეწვიო ინტერნეტ მაღაზიის საიტს, არ გამოტოვო აქცია და ფასდაკლებით შეიძინო სასურველი ნივთი.

პარტნიორი ბანკები

 ინტერნეტ მაღაზია გთავაზობთ ონლაინ განვადებას საქართველოს წამყვან ბანკებში. Be.ge.-ს პარტნიორები არიან- საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, კრედო, კრისტალი და სფეისი., რომლებიც განვადების გაფორმების მაქსიმალურად გამარტივებულ, მოქნილ პირობებს სთავაზობენ  Be.ge -ს  მომხმარებელს. 



პროდუქტების ფართო არჩევანი

 

Be.ge-ს ონლაინ მაღაზია თავის მომხმარებელს 14 კატეგორიის 50 ათას სხვადასხვა დასახელების პროდუქტს სთავაზობს. ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბრენდების საყოფაცხოვრებო , კომპიუტერული, კლიმატური ტექნიკის  TV- ფოტო- ვიდეო აპარატურის, საოფისე და ქსელური მოწყობილობების, ტელეფონების, ტაბლეტების, ელექტრონული წიგნების დიდი არჩევანი. 

ტექნიკა

ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდების: Sony, Panasonic, Samsung, LG, Apple, Philips, Nokia, Canon, Fujitsu, Bosch, Electrolux, Indesit, Gorenje, Hansa, Beko, Termex, Tefal, Moulinex და სხვათა სერტიფიცირებულ ტექნიკას ქარხნული გარანტიით, ხელმისაწვდომ ფასად.

საბავშვო საქონელი

 მაღაზიაში განსაკუთრებით მრავალფეროვანია  ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, როგორიცაა: საბავშვო ტრანსპორტი, სასკოლო ნივთები, ბავშვის ოთახის აქსესუარები, ელექტრო- და მექანიკური სათამაშოები, გასაბერი აუზები, თუ ბატუტები, ყველაფერი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით. Be.ge -ს   დახმარებით, ადვილად შეძლებთ თქვენი პატარების გახარებას.

წიგნები

 მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინო წიგნები, რომლებიც ნებისმიერი მომხმარებლის ინტერესებს და მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. იქნება ეს მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, პოლიტიკა, რელიგია, ბიზნესი, თუ დოკუმენტური პროზა. 

წიგნების მუდმივად განახლებადი არჩევანი საშუალებას გაძლევს შეიძინო თანამედროვე ავტორთა და მსოფლიო კლასიკოსთა ნაშრომების გამოცემები გამომცემლის ფასად.

 

ავეჯი და აქსესუარები

Be.ge თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ და ადგილობრივ მწარმოებლებთან და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ავეჯს, მატრასებს, სახლის აქსესუარებს, რომლებზეც მუდმივად ცხადდება აქციები და ფასდაკლებები.

 

ეს და სხვა მრავალი, თქვენთვის საგანგებოდ შერჩეული პროდუქტი, საოცარი აქციები, დიდი ფასდაკლებები, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, ნივთის ძიების, ყიდვის, მიღებისა და გადახდის მარტივი ფორმები - ეს არის Be.ge, რომელიც ზრუნავს თქვენზე მაშინაც კი, როცა თქვენ ისვენებთ!

აკონტროლე  დანახარჯები, დაზოგე დრო, ფული და ენერგია, შეიძინე მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად გჭირდება, შეუკვეთე საკურიერო მომსახურება და სახლიდან გაუსვლელად გახდი სასურველი ნივთის მფლობელი. ყველაფერ ამას სწრაფად და ხარისხიანად შეძლებთ Be.ge-ზე.

 

ავტორი: ნიუპრესი