|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა.

ეკიპაჟის წევრებმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები -ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი მაშველი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის საშიშროება აღარ არსებობს, ვერტმფრენი ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებაში მონაწილეობდა.  აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

მომხდართან   დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს.

"ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა. 

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა