|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცეცხლს ვერ აქრობთ, დრუჟბა მაინც გამორთეთ" [VIDEO]

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ნიკეაზე ხეების ჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე  კერძო კლინიკის მშენებლობა იგეგმება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია წაქაძეს ეკუთვნის, მართვის უფლება კი აკაკი გეგენავას აქვს. ადგილობრივები მათთვის სანაცვლო ადგილის გადაცემას ითხოვენ.

 საპროტესტო აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.

"ეს არის ვანდალიზმი, ტერორიზმი, ქართველი ხალხის წინაშე. ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს წაართვეს სუნთქვის უფლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე აპირებენ სიმახინჯის აშენებას, რომელიც სივრცეს წაართმევს ადამიანებს. ეს არის დანაშაული. ცეცხლს ვერ აქრობთ, ვერ აქრობთ, დრუჟბა მაინც გამორთეთ, ნუ ჩეხავთ ამ ხეეებს, ნუ ჭრით, სირცხვილია, ჰაერის დაბინძურების მხრივ ქუთაისი პირველია საქართველოში",-აცხადებს წულაია. 

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს დაუბრუნდეს მიწის ნაკვეთს სკვერის სტატუსი და თავად უზრუნველყოფენ რეკრეაციული ზონის აღდგენას. 

"ბავშვებისთვის სათამაშო ადგილიც აღარ დარჩა, შეგვიზღუდეს სუნთქვის უფლებაც. მათი შვილები აგარაკზე ისვენებენ, ჩვენ ეზოშიც ვეღარ ჩამოვიყვანთ. დაგვიბრუნონ სკვერი და ჩვენ ვუზრუნველყობთ მის აღდგენას. მთელი კორპუსი იქ დავრჩებით და არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ იქ მშენებლობის უფლებას",-აცხადებს ნათია ჯინჯოლია.

იმ შემთხვევაში, თუ მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ადგილობრივები ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ. 

აქცის მონაწილეები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას შეეცადნენ, თუმცა დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა. მათთან სასაუბროდ  მერიის ინფრასტრუქტურული  სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე გამოვიდა.  მისი განმარტებით,  კერძო ტეროტორიაზე ხეების ჭრის ნებართვა მერიას არ გაუცია, რაც შეეხება ტეროტიის გასხვისებას, მისი თქმით, ინფორმაციას არ ფლობს, თუ როდის მოხდა აღნიშნული ადგილის გაყიდვა და არც ის იცის, რა შენდება იქ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნიკეას #2 შესახვევში მიწის ნაკვეთში, 6 ჯანსაღი ნაძვის ხე მოჭრეს.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა