|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს.  „ბლუმბერგის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია.

შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას.

მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში.

რუსული ESPO და Sokol მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. Urals მარკის ნავთობი კი რომლის ტრანსპორტირებაც შავი ზღვის პორტებიდან ხდება, ამ კვირაში დიდი ფასდაკლებით იყიდება.

ცნობისთვის, იანვარში ჩინეთი რუსეთისგან ESPO მარკის ნავთობის 818,000 ბარელს ყიდულობდა დღე-ღამეში, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 529,000 ბარელამდე შემცირდა. ჩინეთი ასევე ყიდულობს ESPO მარკის რუსულ ნავთობს, თუმცა, მისი მიღება ხდება მილსადენიდან და არა პორტებიდან. ამავდროულად სამჯერ გაძვირდა შავი ზღვიდან რუსული უმაღლესი ხარისხის ნავთობის Urals-ის ექსპორტი, ამის მიზეზი კი გადამზიდეველების მხრიდან გადაზიდვებზე უარი გახლავთ, რასაც ისინი უსაფრთხოებით ხსნიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა