|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს ყველაფერი დავიწყეთ ქუთაისიდან და მადლობა ქუთაისს, რომ მოგვეცით ასეთი დიდი ძალა"

ქუთაისში მესხიშვილის თეატრში გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე გიორგი ვაშაძემ ქუთაისელებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

"გამარჯვებას გილოცავთ მეგობრებო,  ჩვენ გავიმარჯვეთ, ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა და ამიტომ გავიმარჯვეთ ჩვენ... ჩვენ როდესაც საარჩევნო კამპანია დავიწყეთ, ეს ყველაფერი დავიწყეთ ქუთაისიდან და მადლობა ქუთაისს, რომ მოგვეცით ასეთი დიდი ძალა, რომ ეს შედეგი დავაფიქსირეთ ამ არჩევნებში. ამ დიდ მეორე ეტაპსაც, რომ საბოლოოდ დავაფიქსიროთ ჩვენი გამარჯვება, ვიწყებთ ქუთაისიდან, საქართველოს მართლა გულიდან, სიყვარულიდან, რომ თითოეული ქალაქი, სოფელი იყოს განვითარებული... ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ საქმის კეთებას, როდის დავაყენებთ ფეხზე მთელს საქართველოს"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საქართველოს შესთავაზა ისეთი პრეზიდენტის კანდიდატი, რომელიც არ არის ვიწრო პარტიული. ვაშაძის განცხადებით, მათ გუნდს არც შურისძიებისთვის ექნება დრო, რადგან ქვეყანა აქვთ ასაშენებელი.  

"შურისძიებაო, ყველა ზომავს საკუთარი პირადი აზროვნების საზომიდან, სად გვაქვს ჩვენ დრო შურისძიებისათვის და რაღაც რევანშებისათვის, ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი. უნიკალური ფორმულები გვაქვს მომზადებული, ეკონომიკა წინ როგორ წავწიოთ, სამართალდამცავი სისტემები როგორ გავმართოთ, სასამართლო სისტემა... მიხარია, რომ ჩვენი გუნდი კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე ქუთაისში. 

 შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა