|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვდგავართ ოქროზე და არ ვიცით ჯერ, როგორ გამოვიყენოთ" - სალომე ზურაბიშვილი

წყალტუბოში ფორუმი სახელწოდებით "სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგი" გაიხსნა. ფორუმი რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათ პოტენციალს და ამ პოტენციალის საერთო ეკონომიკური სისტემაში ჩართვის გზებს შეეხება. ფორუმის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებიან.

"მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება წყალტუბოში, იმ ადგილზე, სადაც ჩანს რამდენი პოტენციალი არსებობს და რამდენია გამოყენებელი. ჩვენ ვდგავართ ოქროზე და არ ვიცით ჯერ, როგორ გამოვიყენოთ. რეგიონებზე დგას ქვეყნის მომავალი. კარგად თუ დავფიქრდებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გზა გადის რეგიონზე. ეს ვიცით თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში არაა გადატანილი. მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ გეგმა. ემიგრაციის პრობლემის შეჩერებაც დამოკიდებულია რეგიონების განვითარებაზე. ქვეყნის მიმზიდველობაც დევს რეგიონებზე, დედაქალაქი არის გამორჩეული და მიმზიდველი, მაგრამ ბევრად მეტი გვაქვს რეგიონებში. მაგალითად, პრომეთეს მღვიმე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. რაც მე ჩამოვედი ქვეყანაში, იმის მერე გაიზარდა, მეტი სანახავი და განვითარებული წერტილია, ვიდრე იყო 15 წლის წინ. ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ და რაც მთავარია, ამის ფასი ჩვენც უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ რა მიმართულებით განვავითაროთ. ამას ჭირდება ბრენდინგი, ისევე როგორც ღვინო გავხადეთ პოპულარული, უნდა გავხადოთ სხვადასხვა მიმართულებაც. უნდა ვიცოდეთ, რომელი მიმართულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის ცხადია, მნიშვნელოვანია თვითმმართველობა, მხოლოდ ცენტრიდან მიმართულობამ რა მოუტანა ქვეყანას ვიცით. ყველაზე იმედის მომცემია ახალგაზრდების ჩართულობა", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფორუმზე დასასწრებად მოწვეულია ხუთი სამინისტროს მინისტრის მოადგილე, პარლამენტის დეპუტატები, გუბერნატორები და მერები. ორგანიზატორთა თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად წყალტუბო მისი განსაკუთრებული პოტენციალის გამო შეირჩა. რეგინული ფორუმი 2018 წელს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა