|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისმა შეიძინოს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია - ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ შევქმნით ქუთაისში ასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისელები დავაბრუნოთ მათ მშობლიურ ქალაქში.- ამის შესახებ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქუთაისში "ძლიერ საქართველოს", გამორჩეული ქუთაისელი კოტე ჭარხალაშვილი შეუერთდა. 

„ვიმყოფებით საქართველოს გულში, ზაქარაია ფალიაშვილის, ანა კალანდაძის ქალაქში, რომელიც დღეს არის დაცარიელებული, განადგურებული, რომელიც არის მაგალითი იმ უნიათო და მავნებლური მმართველობის, რომელსაც "ოცნება" ბოლო 12 წლის განმავლობაში ახორციელებს.

"ძლიერი საქართველო" იღებს პირობას, რომ ქუთაისი დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს ისტორიული კუთხით, როგორც საგანმანათლებლო, ინსდუსტრიული და კულტურული ცენტრი.

ქუთაისი კვლავ ამოქმმედდება და საქართველოს გული კვლავ გაცოცხლდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისმა შეიძინოს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია. ქუთაისის მდებარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ქალაქი იყოს საჰაერო გადაზიდვების კვანძი, სარკინიგზო, სატრანსპორტო კვანძი. ამავდროულად, ჩვენ შევქმნით ქუთაისში ასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისელები დავაბრუნოთ მათ მშობლიურ ქალაქში. ასევე, სიამოვნებით მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ ჩვენს კოალიციას შემოუერთდა არაჩვეულებრივი ქუთაისელი, გამორჩეული ადამიანი, კოტე შარხალაშვილი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა