|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენა იქნება" [R]

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

თოფურიძე ხარაგაულის დაბის მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს იფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სკვერების რეაბილიტაციასდაპირდა.

“დიდ ყურადღებას მივაქცევთ სტიქიური თუ მეწყერული პროცესების განდაზიანებული სახლების აღდგენას. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს და ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკო თოფურიძემ.

მოსახლეობასთან საუბრისას მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობას და ადგილობრივებისთვის შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა