|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცილისმწამებლები ციხეში" - დაკავებული მორაგბის სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დაკავებული მორაგბის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა. "ცილისმწამებლები ციხეში" - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები სოლიდარობას რამდენიმე დღის წინ დაკავებულ მორაგბე გიორგი კვირიკაშვილს უცხადებენ. მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული.

"გიორგი კვირიკაშვილი ორ ადამიანს აზავებდა, რომლებიც ჩხუბობდნენ. ერთ-ერთი ადვოკატის მეუღლე იყო. სამართალდამცველებმა კი როგორც ჩხუბში მონაწილე პირი, ისე დააკავეს. სინამდვილეში მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე დაკავებულის ოჯახის წევრები და უფლებადამცველი იმყოფებდონენ.

 გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულია სსკოდექსის  239-ე ხულიგნობის და 126-ე ძალადობის მუხლით. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

ქუთაისში მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა