|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Credy24 - საკრედიტო პროდუქტები ერთ ვებგვერდზე

გვთავაზობს. დღეისათვის, გაცილებით მარტივია სასურველი მომსახურებით სარგებლობა, იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კრედიტი. თუმცა არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილია, რადგან საკმაოდ ბევრი კომპანია ოპერირებს ბაზარზე, რომელთა შეთავაზებები მიმზიდველია.

 

Credy24 ფინანსური პორტალია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ კომპანიების შეთავაზებებს და ისარგებლოთ თქვენზე მორგებული საკრედიტო პროდუქტით. ვებგვერდზე მოცემულია როგორც online sesxebi ასევე გრძელვადიანი სესხები. გრძელვადიანი კრედიტის სახით შეგიძლიათ მეტი თანხის მიღება და მის დასაფარად შედარებით დიდი დრო გაქვთ. ასეთი ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება დადებითი საკრედიტო ისტორია და შემოსავლის დადასტურება, რაც შეიძლება იყოს ხელფასი, კერძო ბიზნეს საქმიანობა და სხვა. თუ მოთხოვილი თანხის ოდენობა დიდია,  შეიძლება საჭირო გახდეს ქონებით უზრუნველყოფა.

 

საკრედიტო პროდუქტით სარგებლობამდე გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულება, თანხის გადახდის რესურსი, კრედიტის აღებამდე დაფიქრდით თუ  რისთვის იღებთ თანხას – მოკლევადიანი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად თუ გრძელვადიანი მიზნისთვის. ამის მიხედვით განსაზღვრეთ თუ რომელი ტიპის სესხი გჭირდებათ. გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

 

  • დააზუსტეთ ინფორმაცია სესხის პირობების შესახებ – სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია საკრედიტო პროდუქტის პირობის ცოდნა. სარეკლამო შეთავაზებისას კომპანიები არაფერს ამბობენ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შესახებ, რომელიც ყველა შესაძლო ფინანსურ ხარჯს მოიცავს. იმისათვის რომ ზუსტად გაიგოთ კომპანიის პირობა, საჭიროა გაარკვიოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა და გაიგოთ თუ რა დამატებითი საკომისიოს ან ჯარიმების გადახდა შეიძლება დაგჭირდეთ.

 

  • გაეცანით ხელშეკრულებას დეტალურად  – თითოეული ტიპის სესხი სხვადასხვა პირობით გაცემა.  ხელშეკრულება სრულად მოიცავს ინფორმაციას, როგორც ჯარიმის, ასევე დამატებითი ხარჯის შესახებ. მისი გაცნობა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

 

საკრედიტო კომპანიები სხვადასხვა პირობით გასცემენ სესხს. თუ ბანკში თანხის მისაღებად საჭიროა ისეთი დოკუმენტის მიტანა, როგორიცაა დასაქმების ცნობა,  მოითხოვება ჩარიცხვები საბანკო ანგარიშზე, ამასთან, შეიძლება მოგთხოვონ გირავნობა ან თავდები, სწრაფი სესხები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე გაიცემა. მომსახურებით სარგებლობა იმ კლიენტებსაც შეუძლიათ, ვისაც არ აქვს სტაბილური სამსახური. ბანკები სესხის დამტკიცებისას ითვალისწინებენ საკრედიტო ისტორიას და ამოწმებენ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერს.  უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს სესხის დამტკიცების შანსი მცირდება, რადგან ასეთ დროს გადაუხდელობის რისკი მაღალია. სწრაფი ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებში კი მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ სესხი მაშინაც, როცა არ მუშაობენ და არ აქვთ სტაბილური შემოსავალი.

 

თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემა შეგექმნათ და სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, სწრაფი სესხების მომსახურება დაგეხმარებათ. ფულის მიღებას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ. არ მოგიწევთ დოკუმენტების შეგროვება და კომპანიაში მისვლა, სანამ რომელიმე კრედიტორის მომსახურებით ისარგებლებთ, გაიგეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დააზუსტეთ ხელშეკრულების პუნქტები და  მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება პროდუქტით სარგებლობის შესახებ.

 

გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს ერთ სივრცეში და შეარჩიეთ სასურველი ტიპის კრედიტი მარტივად. დაზოგეთ დრო და გააკეთეთ გონივრული არჩევანი. Credy24.ge  ფინანსური პორტალია, სადაც გაეცნობით საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის სესხის შესახებ. შეარჩევთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას და ისარგებლებთ საუკეთესო პირობით.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა