|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცხოველთა სასაკლაოებზე საქონლის დაკვლის მაჩვენებელი გაიზარდა

  სამომხმარებლო ბაზარზე  უვნებელი ხორცის მიწოდების უზრუნველყოფისათვის  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ, რის შედეგადაც  ცხოველთა სასაკლაოებზე საქონლის დაკვლის მაჩვენებელი გაიზარდა.  ამის შესახებ  სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება. გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ეს მაჩვენებელი 40% -ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 

 2016 წლიდან   ცხოველთა სასაკლაოებისთვის     სავალდებულო ხდება HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა)  დანერგვა,  რომელიც   საწარმოში შიდა კონტროლის გაძლიერებას და ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას  ითვალისწინებს.  HACCP-ის  გეგმა 7 ძირითად  პრინციპს ეფუძნება, რაც  პოტენციური საფრთხეების წინასწარ დადგენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას  გულისხმობს. ხორცის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით,   მნიშვნელოვანია, სასაკლაოებმა შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილონ.  ცხოველთა სასაკლაო, რომელიც   HACCP-ის  სისტემის დანერგვას ვერ უზრუნველყოფს  ბაზარზე ოპერირების უფლება შეუჩერდება. აღნიშნული მოთხოვნა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.    

 დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 91 სასაკლაო ფუნქციონირებს.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი