"დაგვიბრუნეთ ღირსება და დაგვიბრუნეთ პარლამენტი"- აქცია-პერფომანსი ქუთაისში
"იმსახურებს ქუთაისი რომ მიიღოს ბევრად მეტი, დაგვიბრუნეთ ღირსება და დაგვიბრუნეთ პარლამენტი", "საომარო ჩვენო ლელო საუკუნეთა ამთვლელო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, არის ჩვენი საქართველო"-ამ გზავნილებით ქუთაისში ახალგაზრდული ორგანიზაციის "პოსტერუმ ქუთაისის" წევრებმა "თეთრ ხიდზე" სიმბოლურად აქცია - პერფომანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად 11 ლურჯი და 6 თეთრი ფრანი გაუშვეს. როგორც მათ განმარტეს, 11 ფრანი სიმბოლურად საქართველოს 11 რეგიონს ნიშნავს, 6 ფრანი კი იმ 6 წელს, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.
"ჩვენი ორგანიზაცია ამ აქცია- პერფომანსით ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამასთან ვაპროტესტებთ დეოკუპაციის მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკას, ასევე ვაპროტესტებთ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას"-განაცხადეს "პოსტერუმ ქუთაისის" წარმომადგენლებმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















