|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21-22 მარტს მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება სამებაში მისვლისა და უწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა

დაკრძალვამდე მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება სამებაში მისვლისა და უწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა, ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, 22 მარტს, მთავარი წირვა სავარაუდოდ სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება, რის შემდეგაც დაიწყება დაკრძალვა. კათოლიკოს-პატრიარქისთვის წესის აგებაც სამებაში შესრულდება. ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა. 

„მოგეხსენებათ, კვირას მოხდება დაკრძალვა სიონის საპატრიარქო ტაძარში და მანამდე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს. ძალიან კარგი იქნება თუ მანქანის გარეშე წამოვლენ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ, მანქანებით ვინც მოდიან. ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვიდნენ და რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას.

როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ბრძანდებოდა სამების საკათედრო ტაძარში, სწორედ იმ პრინციპით ხდება - ცენტრალური შესასვლელიდან ორ დიდ ნაკადად შედიან ადამიანები და ახლოს უწევთ მის უწმინდესობასთან მიახლება.

22 მარტს სავარაუდოდ მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა. მსოფლიო პატრიარქსაც ველოდებით და პროტოკოლით როგორც არის წესი, მსახურება ისე შესრულდება“,- განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

ავტორი: