|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დარიანი და პუბლიკა

ქუთაისის ელიტარული კლასის ზედმეტად კრიტიკულობის ამბავი არც მეოცე საუკუნეში ყოფილა უცხო.  საზოგადოებამ არ მიიღო იმ დროისთვის თამამი ქალი  - შარვლით, სიგარეტითა და ვნებაზე დაწერილი ლექსებით.


ელენე ბაქრაძის ელენე დარიანობის დამამტკიცებელი საბუთი ბაქრაძის არქივია, რომელიც ლიტერატურის მკვლევარმა გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია 1990-იანი წლების დასაწყისში.
როგორც ქუთაისური არქივიდან ირკვევა, ელენე ბაქრაძე "ცისფერყანწელთა საძმოს" მეცამეტე ქალი წევრი იყო. შეყვარებულმა პაოლომ მის ჩრდილში მყოფი ელენეს ზუსტი ვინაობა არ გაამხილა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.

“დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა 1915 წელს ქუთაისში წაიკითხა. ლექსების ეროტიულობის გამო იაშვილს აგრესიით შეხვდნენ, მსმენელთა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მისტიური თუ რეალურად არსებული ელენე დარიანი საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. “ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე”,- წერდა იმდროინდელი პრესა.”

ვფიქრობ, რომ სწორეს ეს გახდა მიზეზი იმის, რომ დარიანის პიროვნებაზე კამათი დღემდე მიმდინარეობს.

დარიანის, მარიჯანის და სხვა ქალების მაგალითიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისური „ელიტის“ არც თუ ისე ჯანსაღი კრიტიკა ანადგურებდა ხელოვნებას.
დიახ, მართალია, საუბარი 20-იან წლებზე, ცენზორზე, წითელ ამბებსა და დიდ ძმაზე გვაქვს, თუმცა ძალიან გთხოვთ, ამას ნუ მომიყვანთ არგუმენტად იმ ადამიანს, რომელმაც ერთ-ერთი მწერლის „სკანდალური“ მისალმების შემდეგ 15 წუთი უსმინა „ელიტის“ მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაეტოვებინათ, თუ არა შეხვედრის ადგილი.

„წავიდეთ, თორემ ამას ჩვენც იმნაირი ვეგონებით“,-დაიდო დასკვნა და ერთმა ფლანგმა დატოვა დარბაზი.
დრო მიდის, კადრები რჩება!


ამ ყველაფრის შემდეგ, პრეტენზია, რომ ცისფერყანწელთა მეცამეტე წევრის არსებობის შემთხვევაში, მას მხოლოდ 14 ლექსი არ ექნებოდა, ცინიკური ხომ არ არის? პირველსავე დღეს მოვსპეთ ელენე! პირველსავე დღეს შევრაცხეთ ამორალურად...

„პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე სხვადასხვა პერიოდიკაში მალე გაჩნდა პაროდიები და კარიკატურები. ბევრი მიიჩნევდა, რომ მსგავსი სახის ლექსები ქართველი ქალისთვის მიუღებელი იყო და მის “ბუნებასთან” წინააღმდეგობაში მოდიოდა.”

ქართველი კაცისთვის თუ იყო მიღებული -  “ტანს გეტმასნება სველი ალერდი” ელენესთვის პირამიდებში სიყვარულის ძებნა რატომ გახდა პრობლემა?
თუ იმას ვამბობთ, რომ ელენე არ არსებობდა და პაოლოსთან გვაქვს მხოლოდ საქმე, მაშინ ზედმეტად ჰომოფობიურ გარემოში ისიც ვაღიაროთ, რომ ცისფერყანწელი პაოლო ლატენტური გეი იყო! დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამბავი უფრო „გვაწყობს“ ვიდრე „ამორალური“ ქალის არსებობა, რომელიც უბრალოდ მონატრებულ ქმარზე  წერდა?!

როგორც იმას, ვერავინ დამაჯერებს, რომ
“ტანს გეტმასნება სველი ალერდი

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.”- შეიძლება მამაკაცის დაწერილი არ იყოს, ისევე ვერ დავიჯერებ ,რომ
დაიტანჯა მაჯა,
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით“- ეს ამბავი ქალს არ დაუწერია.
 
 მე თუ მკითხავთ არსებობა-არ არსებობის ამბავზე საუბარი ზედმეტად სულელურია! ელენე იყო ქალი! ძალიან მაგარი ქალი, რომელიც ისევე დავკარგეთ, როგორც სხვა დანარჩენი ქალები, რომლებიც  არ ვაღიარეთ!
 
 

ავტორი: ხატია ბანძელაძე