|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დარიგდება თუ არა წელს უფასო სახელმძღვანელოები სკოლებში?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე წელია, რაც სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები რიგდება. მოსწავლეებს, როგორც ახალი, ასევე მეორადი წიგნები გადაეცემათ. მშობლების განცხადებით, ამ დროდე არ არიან ინფორმირებული, დარიგდება თუ არა წელს წიგნები. 

"ჯერ არ ვიცით, მიიღებენ თუ არა ბავშვები წიგნებს. კარგი იქნება თუ მოხდება ინფორმირება, რომ ვიცოდეთ, როგორ მოვემაზოდოთ სასექტემბროდ",-აცხადებენ მშობლები.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოში "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავენ, სახელმძღვანელოებს მოსწავლეები წელსაც უფასოდ მიიღებენ. ასევე განმარტავენ, რომ სახელმძღვენელოები იქნება, როგორც ახალი, ასევე მეორადი.

"წელსაც მოხდება წიგნების გადაცემა, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. წიგნები გადაეცემა ყველა ბავშვს. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, დაიბეჭდა ახალი წიგნები და დარიგდება მეორადი წიგნებიც, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია", -განმარტავენ სამინისტროში.

რაც შეეხება ნოუთბუქებს, პირველკლასელებს უკვე დაურიგდათ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა