|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ" - ქუთაისში აქცია გაიმართა [VIDEO]

"დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ!", "მეტი ჰუმანურობა", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია",  - ამ მოწოდებით ქუთაისის თვითმმართველობის შენობასთან აქცია გაიმართა. მოქალაქეები, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები საკრებულოს წევრის განცხადებას გმობენ.

აქციის მონაწილეები დეპუტან ნანა კოსტავას იმ პოსტს გამოეხმაურნენ, რომელშიც ჟურნალისტ სალომე ბარკერის მიმართ,  რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლობანი და დაეღუპა, ნიშნისმოგებით დაწერა -"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"  

"დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ. ჩვენი ღირებულებები მასთან თანხვედრაში არაა.  ჰუმანური საჯარო მოხელეები გვინდა. ჩვენ ვგმობთ მის განცხადებას,  რელიგიის,  ქრისტიანობის და პატრიოტიზმის ფარად გამოყენებით სიძულვილის ტირაჟირებას,  ეს არის დაუშვებელი. მოვუწოდებთ,  დაატოვებინონ  ნანა კოსტავას საკრებულო, ის არის ქუთაისის საკრებულოს სირცხვილი", -განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაუჯერებელია ნანა კოსტავას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტება, თითქოს  ნანა კოსტავამ არ იცოდა მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ.

 
 

 ცნობისთვის,  ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ფრაქციის "ქართული ოცნება -კონსერვატორები" თავმჯდომარეა. 

აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია შეხვდა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია, რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც ლატარიამ განაცხადა,  ამაზე გუნდმა უნდა იმსჯელოს და შესაძლოა, ნანა კოსტავას საკრებულო დაატოვებინონ.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა