|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაუვიწყარი ფეიერვერკები და ეფექტები ივენთივისგან

პროფესიონალური ფეიერვერკი ნებისმიერი ტიპის წვეულების ყველაზე შთამბეჭდავი კულმინაციაა, რომელიც ღონისძიების სტუმრებს ძალიან დიდხანს ამახსოვრდებათ. ამასთანავე, პიროტექნიკის გამოყენება საპასუხისმგებლო საკითხია, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და კარგ ორგანიზატორულ უნარებს მოითხოვს. თუ სხვადასხვა შინაარსის ღონისძიების მოსაწყობად პროფესიონალებს ეძებთ, მაშინ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სანდო რეპუტაციის მქონე კომპანიას, ივენთივს, უნდა მიმართოთ. 

ივენთივი სხვადასხვა ტიპის ღონისძიების მოწყობაში გამოცდილი კომპანიაა, სადაც სადღესასწაულო პიროტექნიკის ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ: საახალწლო ფეიერვერკები, საქორწილო ფეიერვერკები, დასადგამი ფეიერვერკები და ყველა ტიპის გაფორმება კორპორატიული და ბიზნეს ღონისძიებებისთვის. დახურულ სივრცეში გამოსაყენებლად ხმაურის დაბალი დონით გამორჩეული დასადგამი ფეიერვერკები გამოიყენება, რათა წვეულების მსვლელობისას ზედმეტი არეულობა თავიდან ავიცილოთ. ასეთი ტიპის პიროტექნიკის შექმნის დროს გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები, შესაბამისად, დახურულ სივრცეში მყისიერად ამოფრქვევის მიუხედავად, ფეიერვერკი ნაკლებად მწველია. შედეგად, თუ კორპორატიული და ბიზნეს ღონისძიებებისთვის შედარებით მცირე ზომის გაფორმებას ეძებთ, არჩევანი შიდა სივრცეზე გათვლილ პიროტექნიკაზე უნდა შეაჩეროთ. 

პიროტექნიკის მაღაზია ივენთივი დასადგამ ფეიერვერკებთან ერთად, გარე სივრცეზე გათვლილ პიროტექნიკასაც გთავაზობთ, რომელიც ნაკლები ხმაურით, მაგრამ ძლიერი აფეთქებით გამოირჩევა. საახალწლო თუ საქორწილო წვეულებისთვის ამ ტიპის ფეიერვერკი ყველაზე მოთხოვნადია, რაც სტუმრებს გულგრილს არასოდეს ტოვებს.  გარე სივრცის დასადგამი ფეიერვერკები საშუალო საფრთხისშემცველია და მოიცავს როგორც შიდა, ასევე გარე გაფორმების შუშხუნებს. პროფესიონალური ფეიერვერკი კი ყველაზე ხმაურიანი და შთამბეჭდავია, რომელიც გიგანტური აფეთქებებით ხასიათდება. ინდივიდუალური მოთხოვნებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, ივენთივი შესაფერისი პიროტექნიკის არჩევასა და წვეულების გაფორმებაში დაგეხმარებათ. 

პიროტექნიკის გამოყენება 21-ე საუკუნის აღმოჩენა ნამდვილად არ არის. ფეიერვერკის ისტორია მე-7 საუკუნიდან იწყება და დღემდე მისი გამოყენება ღონისძიებების გრანდიოზულ დაგვირგვინებასთან ასოცირდება. დრო გადის, თუმცა ინტერესი ამ მიმართულებით არ შემცირებულა. მათთვის, ვინც თვლის, რომ პროფესიონალური ფეიერვერკის გარეშე ღონისძიება სათანადოდ ბრწყინვალედ ვერ ჩაივლის, ივენთივი საოცარ მანათობელ სანახაობას აწყობს. 

კომპანიის გუნდმა ზუსტად იცის თქვენი გამორჩეული დღის გრანდიოზული დაგვირგვინებისთვის რა არის საჭირო, ამიტომ ივენთივთან ერთად თქვენს მოთხოვნებზე მორგებული, ექსკლუზიური ფეიერვერკი წვეულებას შთამბეჭდავად დაასრულებს. 

ავტორი: ნიუპრესი