დავით ბერძენიშვილი: "2020-ში ოპოზიციას აქვს გამარჯვების კარგი შანსი"
"2020 ოპოზიციას აქვს გამარჯვების კარგი შანსი, მე ვვარაუდობ, რომ იქნება რამდენიმე პროდასავლური საარჩევნო სუბიექტი. ყველაზე ძლიერი და დიდი გაერთიანება იქნება "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ შექნილი ბლოკი, ასევე იქნება საშუალო ბლოკი, "ევროპული საქართველოსი" და სხვა პარტიების და რამდენიმე პარტია დამოუკიდებლად ეცდება სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვას. ჯამურად, როგორც სიით, ისე მაჟორიტარულად ოპოზიციას შეეძლება გამარჯვების მოპოვება", -განაცხადა დავით ბერძენიშვილიმა ქუთაისში "ნიუპრესთან" საუბარში.
ის სტუმრის სტატუსით "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას ესწრება. ბერძენიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკელები" ბოლო არჩევნები მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატებს. სამომავლოდ, ის არ გამორიცხავს რესპუბლიკური პარტიის ოპოციციურ ბლოკში გაერთიანებას.
თანამშრომლობის გეგმას ადასტურებს გრიგოლ ვაშაძეც, მისი თქმით, "12 პარტია უკვე გაერთიანებულია ფართო კოალიციაში, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია ქვია, "რესპუბლიკელები" აპირებენ შემოსვლას, ახლა განვიხილავთ მოდალობებს"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ავტორი:




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















