|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დროებით საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იქმნება, საპარლამენტო უმცირესობის – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ამასთან, 17–კაციან კომისიაში „ევროპული საქართველო“ 9 წევრით, ანუ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ასეთი შეთანხმებით დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული კონსულტაციები. კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა